„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვთან ერთად, „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაცია Kyodo-მ ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ რენტო მარსუდიზე დაყრდნობით გაავრცელა.
მისი თქმით, ოფიციალურ „გალა-ვახშამს“ აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, კანადის, იაპონიის და ევროკავშირის საქმეთა მინისტრები არ დაესწრნენ.
მოგვიანებით, ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაადასტურა.
ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება.